GPALABGEORGIA

IT ტექნოლოგიების სკოლა

← მთავარ გვერდზე დაბრუნება
გამოქვეყნების თარიღი 26.07.2026

სიახლე ჩვენს საიტზე - HTML/CSS ქართულენოვანი კურსი!


სიახლე ჩვენს საიტზე - HTML/CSS ქართულენოვანი კურსი!

სიახლე ჩვენს საიტზე!

ჩვენ დავამატეთ HTML/CSS კურსი. კურსი უნიკალურია იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ თეორიასთან ერთად პრაქტიკული დავალებები აკეთოთ და ონლაინშივე ისწავლოთ ვებ-განლაგება, ზედმეტი თეორიებისა და ლექციების გარეშე. შესრულებული დავალება დაუყონებლივ მოწმდება და შეცდომის შემთხვევაში განიმარტება, სად იყო დაშვებული შეცდომა, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მსგავსი შეცდომები.

HTML/CSS კურსი უფასოა. ერთხელ შეძენილი კურსი მუდმივად რჩება თქვენს მფლობელობაში. თქვენ თვითონ ირჩევთ სწავლის გრაფიკს, დროს, სიჩქარეს. თქვენ არ ხართ დამოკიდებული სტანდარტულ პროგრამებსა და დროზე. 

რა არის HTML/CSS და რაში მჭირდება ვებ-შემუშავებაში?

HTML/CSS - ტეგები, სელექტორები, კლასები, უნიკალური იდენტიფიკატორები და სხვა მრავალი რამ არის, რაც ქმნის ვებ-გვერდის ჩონჩხს და სტილისტიკურად აფორმებს მას. HTML/CSS - საიტის შექმნის პირველი ეტაპია, რომლის გარეშე ვერ დაიწერება ვერც JavaScript კოდი და ვერც Backend პროგრამა. 

რა საჭიროა HTML/CSS ვებ-პროგრამირებაში?

თანამედროვე შემუშავებაში HTML/CSS ჭრის მთავარ ამოცანას:

1. საიტის კარკასის შექმნა (HTML)

HTML პასუხისმგებელია ყელაფერზე, რასთანაც ურთიერთმოქმედებს საიტის მნახველი:

  • სათაურები და ტექსტები;
  • სხვადასხვა ბლოკები და სექციები;
  • ფორმები, შეყვანის ველები, საკონტაქტო, რეგისტრაციისა და მომხმარებლის შესვლის ფორმები;
  • ღილაკები, გამოსახულებების ბლოკები და მოდალური ფანჯრების კარკასები;
  • საიტის ძირითადი აგებულება და არქიტექტურა

2. სტილისტიკური გაფორმება (CSS)

თუ HTML პასუხისმგებელია საიტის ჩონჩხის აგებაზე, CSS (Cascading Styles Sheets - სტილების კასკადური ცხრილები) პასუხისმგებელია საიტის ვიზუალურ მხარეზე, კერძოდ:

  • ფერები, გაფორმება, მოყვანილობა;
  • ფოტოების, ბლოკების, სექციების სწორი განლაგება;
  • მობილური ადაფტაცია, ნებისმიერი ზომის ეკრანზე მორგება;
  • ღილაკების, სლაიდერების ეფექტები;
  • ანიმაცია;
  • შრიფტების მოყვანილობა და ტიპი;
  • ღილაკების, ტექსტების, გამოსახულებების, ვიდეო-ბლოკების ზომები და მოყვანილობა;

ერთობლიობაში HTML/CSS ერთ დახვეწილ, ყველა ეკრანზე მორგებულ ვებ-საიტს ქმნის ვებ-გვერდებით, თუმცა ყველაფერი ეს სტატიკურია და დინამიურობამდე ჯერ კიდევ შორს არის. ამის მიუხედევადა ვერც ერთი ვებ-გვერდი ვერ იქნება შექმნილი მის გარეშე